"ერთი ბრძანება უნდა ამას" - მინისტრის მეუღლე დაწესებულების პანდუსებით აღჭურვას მოითხოვს

"ერთი ბრძანება უნდა ამას" - მინისტრის მეუღლე დაწესებულების პანდუსებით აღჭურვას მოითხოვს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დაწესებულებების პანდუსებით აღჭურვას მოითხოვს, რათა უნარშეზღუდულმა ადამიანებმა თავი საზოგადობისგან გარიყულად არ იგრძნონ. ამის შესახებ იგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"თუ გვინდა და იმედი მაქვს ყველას გვინდა, რომ არცერთი ადამიანი გარიყული არ იჯდეს სახლში, ყველა დაწესებულებას სტანდარტის, ვალდებულების სახით უნდა ქონდეს პირობებში ჩადებული პანდუსის გაკეთება. ყველა თეატრს და საკონცერტო დარბაზს უნდა ქონდეს მოწყობილი რიგი ეტლისთვის. არ არის ძნელი. არც გააკოტრებს ეს არავის. აფთიაქზე ლაპარაკიც არაა. ერთი ბრძანება უნდა ამას და ბრძანეთ, გთხოვთ", - წერს ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

პანდუსი გალაკტიონის ხიდთან - ახალი ესტაკადები თბილისში

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსებით კუნთმაგარი სპორტსმენებიც კი ვერ სარგებლობენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს