რატომ ეწირება 33 წლის ნათელა ასანიძის სიცოცხლე მაცივარს და სარეცხის მანქანას?

რატომ ეწირება 33 წლის ნათელა ასანიძის სიცოცხლე მაცივარს და სარეცხის მანქანას?

ქუთაისში, სულხან-საბას 83 ნომერში მცხოვრები 33 წლის ნათელა ასანიძე დახმარებას ითხოვს. მას ორივე თირკმელი დახურული აქვს და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს.

როგორც ნათელა ასანიძის დედამთილი ივეტა ნამიჭეიშვილი აცხადებს, მის რძალს თირკმლის პრობლემა სამი წლის წინ დაეწყო, მას შემდეგ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

"ხუთჯერ მყავდა ავადმყოფი ქალი მიყვანილი მერიის სოციალური მომსახურების საამსახურში, მაგრამ ასლარიანი დახმარებაც კი ვერ გაიმეტეს ჩვენთვის. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. დიალეზზეა მიერთებული. ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. მის შვილს კინაღამ ჩააკვდა ხელში. გვეხვეწება ნუ მომკლავთ, მიშველეთ რამეო, მაგრამ ვერაფერს ვშველით" - განაცხადა ივეტა ნამიჭეიშვილმა.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, 6 სულიანი ოჯახი ორი მცირეწლოვანით სოციალური დახმარებითაც ვერ სარგებლობს. დახმარების ვერ მიღების მიზეზი, როგორც ამბობენ, ოჯახში არსებული მაცივარი და სარეცხი მანქანა გახდა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა