ამ 15-მა ციტატამ შესაძლოა, თქვენი ცხოვრება შეცვალოს

ამ 15-მა ციტატამ შესაძლოა, თქვენი ცხოვრება შეცვალოს

წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების ციტატებს, მათ მოსაზრებებს ცხოვრებაზე... ამ ფრაზებმა შესაძლოა, თქვენი ცხოვრებაც შეცვალოს.

ჯიმ რონი

"ადრე ვამბობდი - "ვიმედოვნებ, ყველაფერი შეიცვლება". შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება, რომ ყველაფერი შეიცვალოს - შევიცვალო თავად მე".

თომას ედისონი

"ჩვენი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ჩავიქნევთ ხოლმე ხელს. წარმატების მისაღწევად უფრო სწორი გზაა, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვცადოთ".

ჰენრი ფორდი

წარუმატებლობა - ეს მხოლოდ შესაძლებლობაა დაიწყო ახლიდან, ოღონდ უფრო ჭკვიანურად.

დალაი ლამა

თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, არ ღირს მასზე დარდი, თუკი პრობლემა გადაუჭრელია, მაშინ სისულელეა მასზე წუხილი.

უორენ ბაფეტი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან ნიჭიერი ხართ და დიდ ძალისხმევას ხარჯავთ, შედეგის მისაღებად დროა საჭირო. თქვენ ვერ შეძლებთ 1 თვეში ბავშვის "გაჩენას", თუნდაც 9 ქალი დააფეხმძიმოთ.

თომას ედისონი

მე არ განმიცდია მარცხი, უბრალოდ, ვიპოვე 10 000 ხერხი, რომელიც არ მუშაობს.

მარკ ტვენი

ყოველ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკაკუნებს კარზე ფორტუნა, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს ადამიანი ახლოს მდებარე ლუდხანაში ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის.

დეილ კარნეგი

პირადად მე, მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზი რატომღაც უპირატესობას ანიჭებს ჭიებს. აი რატომ არის, რომ თევზაობისას ვფიქრობ არა იმაზე, რაც მე მიყვარს, არამედ იმაზე, რა უყვარს თევზს.

პითაგორა

დილით გაღვიძებულმა საკუთარ თავს ჰკითხე - "რა უნდა გავაკეთო", ხოლო საღამოს, ვიდრე დაიძინებ იკითხე "რა გავაკეთე"?

რობერტ კიიოსაკი

საწყალი, წარუმატებელი, უბედური და არაჯანსაღი - ეს ის ადამიანია, რომელიც ხშირად იყენებს სიტყვას "ხვალ"

ჰენრი ფორდი

მე ეს მინდა, შესაბამისად ეს მექნება.

ჰენრი ფორდი

მოხუცები ხშირად ახალგაზრდებს ურჩევენ, დაზოგონ ფული. ეს ცუდი რჩევაა. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში. ცხოვრებაში 1 დოლარიც არ დამიზოგავს, ვიდრე 40-ის არ გავხდი.

ჯონ მაქსველი

მძიმე შრომა - ეს  არის ის მარტივი საქმე, რომლებიც თქვენ თავის დროზე უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეთ.

ჯარედ ლეტო

გააკეთე დღეს ის, რაც სხვებს არ სურთ. ხვალ იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.

კოკო შანელი

თუკი გსურს გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს