14 წლის გოგონამ, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ქმარი მოწამლა

14 წლის გოგონამ, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ქმარი მოწამლა

ნიგერიაში მცხოვრები 14 წლის ვასილა უმარუ 35 წლის უმარუ სანიზე იძულებით გაათხოვეს. მამისხელა კაცზე გათხოვილმა გოგონამ კი შური იძია. ბავშვმა ქმარი და ქმრის 3 მეგობარი მოწამლული საკვებით დახოცა - საკვებში ვირთხის შხამი იყო შერეული. 

ქალაქ კანოსთან მდებარე სოფელში (Ungwar Yansoro) მცხოვრებმა მამაკაცმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტა და მეგობრები მიიწვია; თინეიჯერმა სასიკვდილო ქიმიური ნივთიერება ბრინჯში შეურია. ქმარი და 2 მეგობარი იმავე დღეს დაიღუპნენ, ხოლო მესამე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გოგონამ აღიარა, რომ საწამლავი ადგილობრივ ბაზარში იყიდა და საკვებში შეურია. ვასილა მკვლელობაშია ბრალდებული. წყვილი გასულ კვირას დაქორწინდა.

ბავშვების ქორწინება ნიგერიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. სოფლებში მცხოვრები ნიგერიელი გოგონების 50% 18 წლამდე თხოვდება. ბავშვი პატარძლების დიდ ნაწილს რთული მშობიარობა აქვთ, ან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს