რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს?

რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს?

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განმარტავს თუ რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს.

"კითხვა: ვიცი რომ ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება სულიწმინდის გმობის ცოდვის გარდა, ეს რას გულისხმობს ზუსტად არ ვიცი და მართლა მიეტევება ყველა ცოდვა?

პასუხი: სულიწმიდის გმობის ცოდვაა, როცა უფლისგან მადლმონიჭებული ადამიანი შეგნებულად უარყოფს ღმერთს. უფალი სულიწმიდის ძალით ზოგიერთ ადამიანს აძლევს მოჭარბებულ მადლს, რომლის ძალით ამ ადამიანისთვის ღვთის - სამების რეალურობა ცხადზე უცხადესი ხდება. და თუ ამის შემდეგ ადამიანი მაინც გადაწყვეტს ეჭვი შეიტანოს ღვთის არსებობაში, მაშინ ის სცოდავს სულიწმიდის წინაშე, რომლის ძალითაც მას ეს მადლი ებოძა. ყველა სხვა ცოდვას, თუ ადამიანი მოინანიებს, ღმერთი მიუტევებს, მაგრამ ამ ცოდვას ვერა, რადგან ამ შემთხვევაში მონანიება არსობრივად გამორიცხულია ამ ცოდვის ბუნების გამო. სწორედ ამ ცოდვაში ჩავარდა სატანა: ის ანგელოზი იყო და სავსე იყო ღვთის შემეცნების მადლით, მაგრამ მან შეგნებულად უარყო ღმერთი, რის გამოც მას უკვე მონანიება აღარ შეუძლია და, შესაბამისად, არც ღმერთს შეუძლია მისი მიტევება", - წერს ბერი.

იხილეთ ასევე:რა არის მართლმადიდებლობა?

ბერი ერმოლაოსი: სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი მადლიერი მეუღლე და კარგი მშობელია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს