წარმოგიდგენთ კითხვებს, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას. მათზე სწორი ან არასწორი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ სწორად ფორმულირებული კითხვა თავადვე შეიცავს პასუხს.
1. რამდენ წელს მისცემდით საკუთარ თავს, სინამდვილეში რომ არ იცოდეთ თქვენი ასაკი?
2. ადამიანებისადმი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რა შინაარსის იქნებოდა ეს ინფორმაცია?
3. შეიძლება მოიტყუო ისე, რომ არცერთი სიტყვა არ თქვა?
4. ახლა თუ არა, აბა როდის?
5. რას გააკეთებდით სხვანაირად, რომ გცოდნოდათ რომ არავინ გაგკიცხავდათ?
6. თავს ვერ ანებებთ იმას, რისი მოშორებაც აუცილებელია?
7. ცოტა ხნის წინ გაგიკეთებიათ რამე ისეთი, რისი გახსენებაც ღირს?
8. გიყვართ ვინმე? რა არის ის ბოლო საქციელი, რომელიც ამ სიყვარულს გამოხატავდა?
9. როდის დადგება დრო, როცა შეწყვეტთ რისკების განსაზღვრას და დაიწყებთ იმის კეთებას, რაც სწორად მიგაჩნიათ?
10. როგორ ფიქრობთ, ცრემლები სისუსტის ნიშანია თუ სიძლიერის?
11. დაარღვევდით კანონს, რომ საყვარელი ადამიანი გადაგერჩინათ?
12. ინტერესდებით სხვადასხვა საკითხებით? თუ თქვენთვის საკმარისია ის, რაც უკვე იცით?
13. ბედნიერი ხართ იმით, რაც გაქვთ?
14. როცა ბევრი ითქმება და გაკეთდება, თქვენ რომელი უფრო მეტი გექნებათ - გაკეთებული თუ ნათქვამი?
15. როდის გასინჯეთ უკანასკნელად რამე ახალი