ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე, ქარჩხაძეების ოჯახის დიასახლისი, ლია ხურციძე საუბრობს. მისი თქმით, მცირეწლოვანს, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, ოპერაცია ხუთი დღის ნაცვლად, 15 დღის დაგვიანებით გაუკეთდა.

"ოპერაცია ხუთი დღის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო და მეთხუთმეტე დღეს გაკეთდა. თავიდან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ბავშვების დაფინანსება მათ არ ეხებოდათ და ვანში გადმოგვამისამართეს. ასე ვიყავით ქუთაისი-ვანის გზაზე გაწელილი. ჩვენს ამბავში მთელი ქვეყანა მას შემდეგ ჩაერია, რაც ჩემმა ქმარმა თავი მოიკლა და ოპერაცია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" დაფინანსებით გაკეთდა. ოპერაციის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ დაგვიანების გამო, ჭრილობას შეხორცება ჰქონდა დაწყებული", - ამბობს მცირეწლოვანის დედა ლია ხურციძე.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

"ირინა ქარჩხაძე დაზღვეულია "ჯიპიაი ჰოლდინგში" უმწეოთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. ირინას ოჯახმა გეგმიური ოპერაციის მოთხოვნით მოგვმართა 2014 წლის 19 მარტს. საქმე ეხებოდა მოტეხილობის მკურნალობას და კლინიკისგან იყო მომართვა არა გადაუდებელ, არამედ გეგმიურ ოპერაციაზე, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო იყო ქსოვილების შეშუპების ჩაცხრობა ოპერაციის ჩატარებამდე. კომპანიის მიერ უმოკლეს ვადაში გაიცა საგარანტიო მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაფინანსებაზე. საგარანტიოს საფუძველზე დაზღვეულს ოპერაცია ჩაუტარდა 30 მარტს ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ამჟამად გაწერილია ბინაზე. ოჯახს რაიმე სახის პრეტენზიით არც ოპერაციის ჩატარებამდე და არც შემდეგ ჩვენთვის არ მოუმართავს," - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი"-ში.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა