ვერძი
მოულოდნელად წარმატება გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ დადებითად განაწყობს. ყველა დარწმუნდება თქვენს უნიკალურობაში. მილოცვები და შექება გელით.
კურო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. დროა, გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც გაღიზიანებთ, ხელს გიშლით წარმატები მიღწევაში, იდეების რეალიზებაში.
ტყუპი
თუ ოთხ კედელში არ გამოიკეტებით და მეგობრებთან შესახვედრად ან წვეულებაზე გაემართებით, სასიამოვნო ნაცნობობა გელით. შეიძლება იგი დიდ რომანში არ გადაიზარდოს, მაგრამ სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ.
კირჩხიბი
მგზავრობა, შეხვედრები გელით. აგრეთვე, საქმიანი და საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დატვირთუული. ეცადეთ, საერთო საქმიანობაში ახლობლებიც ჩართოთ.
ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეს ნათქვამს. შეიძლება თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოჰკრათ ყური.
ქალწული
სასიამოვნო შეხვდრები, მხიარულება და საინტერესო მოსაუბრეების გაცნობა გელით. ეცადეთ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, ახალი გასართობები მოიგონოთ, ან საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროთ.