როგორ დააბრუნებს "ნაციონალური რევოლუცია" ქვეყანას 90-იან წლებში - ლალი მოროშკინა მათ გეგმას აქვეყნებს

როგორ დააბრუნებს "ნაციონალური რევოლუცია" ქვეყანას 90-იან წლებში - ლალი მოროშკინა მათ გეგმას აქვეყნებს

ცნობილი ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს, ქვეყანას კი 90-იან წლებში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს. როგორც მოროშკინა "ფეისბუქის" ახალ სტატუსში წერს, " ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, რათა არჩევნები ჩაშალოს და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს.

"ატყობთ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, რომ ჩაშალოს არჩევნები, წამებულის იმიჯი მოირგოს და ევროპელ ლობისტებს თავი შეაცოდოს?", - წერს მოროშკინა და იქვე ნაცმოძრაობის სავარაუდო სამოქმედო გეგმასაც გვთავაზობს.

"ნაციონალების "არახავერდოვანი რევოლუციის" გეგმა პოლიტიკური თავშესაფარის მისაღებად!

1.პროვოცირება მორიგი, ვითომ წინასაარჩევნო გამოსვლის წინ, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ის კრიმინალები, რომლებიც სააკაშვილის პირადი შეწყალებით გამოვიდნენ.

2.გააქტიურდება ახალგაზრდული ორგანიზაციები ფსევდო დემოკრატიული მოთხოვნებით.

3.ნაციონალები პროვოკაციას მოაწყობენ სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ერთდროულად.

4.გააქტიურდებიან სახელისუფლო შტოებში ჩანერგილი ზონდერები.

5.სანამ არეულობა იქნება ქუჩებში, მოროდიორობა ბანკებსა და მაღაზიებში, ქაოსი და სრული განუკითხაობა, სათავეში მყოფი ნაციონალური დამნაშავეები მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს...და მიიღებენ.

ჩვენ კი 90-იან წლებში დავბრუნდებით!!!", - წერს მოროშკინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს