"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ქართველ ხალხს "უცნაურობაში" ამხელს.
"რა უცნაური ხალხი ვართ, შევარდნაძის მმართველობა არც ერთ იმ "მართალ" მოქალაქეს არ გაუპროტესტებია, ვინც დღეს ჩვენს ნატერფალს შესაშური სიზუსტით დაყვება შეძახილით - მ კ ვ ლ ე ლ ე ბ ო !!!
ის "ტკბილი" მოხუციც ზის კრწანისის წალკოტში და დროგამოშვებით "ასავალ-დასავალს" ეხმიანება რეჟიმის გასამართლების მნიშვნელობაზე.
უცნაური ხალხი ვართ, აბა, რა ვართ!
ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს თუ ვინმე არ მართავს, პროტესტი არასდროს უჩნდება!", - წერს ხერხეულიძე.