25 წლის ავსტრალიელმა მოდელმა და Instagram-ის ვარსკვლავმა ლონი ჯეინმა თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო: იმისათვის, რომ ფორმა შეენარჩუნებინა, 6 თვის ორსული გოგონა დღეში მხოლოდ 20 ბანანს და ხილის სალათებს მიირთმევდა.
გარდაუვალია, რომ ორსულობის შემდეგ ქალი წონაში იმატებს - ხანდახან რამდენიმე კილოგრამსაც კი. თუმცა, ავსტრალიელმა მოდელმა, 25 წლის ლონი ჯეინმა, გადაწყვიტა, ეს თავიდან აეცილებინა. მომავალი დედა 6 თვის ორსულებიდან მოყოლებული ვეგანი გახდა. ლონის ყოველდღიური რაციონი შედგებოდა 20 ბანანისგან და ხილის სალათებისგან. ფანატები ფაქტობრივად თავს დაესხნენ ქალს და ის უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს.
ახლახანს ჯეინმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა და სულ რაღაც 2 დღეში ფორმაში ჩადგა.
"ორსულობის დროს 17 კგ მოვიმატე, ხოლო მშობიარობიდან მეორე დღეს უკვე 10 კგ-თი ნაკლები ვიყავი. ამჟამად იოგათი ვარ დაკავებული, ხოლო დილაობით ველოსიპედით ვსეირნობ", - დაწერა საკუთარ მიკრობლოგში ლონიმ. როგორ მოახერხა მან ეს?
ჯენი ორსულობის მესამე თვიდან თითქმის უცხიმო ვეგეტარიანულ დიეტაზე გადავიდა, რომელიც ექიმმა დუგლას გრემმა შესთავაზა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება