კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15 -21 აპრილი

 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15 -21 აპრილი

მოგეხსენაბათ, მზე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს გადის და ამის შესაბამისად, ტემპერატურა დღითი დღე მატულობს, როგორც ემოციური ისე კლიმატური თვალსაზრისით. აპრილის შუა პერიოდში (16-18 აპრილი ) მსუბუქი "ტაიმ-აუტის" დრო დგება. უმაღლესი პლანეტების მოკლევადიანი, თუმცა ძალზე ჰარმონიული კომბინაცია, ბევრ ჩვენგანს საშუალებას მისცემს სწორედ ამ პერიოდში დაარეგულიროს თვის დასაწყისში წარმოქმნილი პრობლემები, დაათბოს ურთიერთობა პარტნიორებთან, როგორც პირადი, ისე საქმიანი ცხოვრების კუთხით.

ამ პერიოდში საკმაოდ ეფექტურად მოხერხდება სხვადასხვა სახის საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება, შედარებით გაადვილდება ფინანსური საკითხები და გაჩნდება აბსოლუტურად მოულოდნელი შანსები სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით. მაგრამ  ყველაფერი ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დიპლომატიისა და კომპრომისის ხარჯზე. გახსოვდეთ, საიმისოდ რომ ამ პერიოდში კონსესუსამდე მიხვიდეთ, აუცილებელია რაღაც დათმოთ. შესაბამისად, მზადყოფნით შეხვდით ამ ფაქტს.

20 აპრილიდან შესამჩნევად დაიკლებს ვერძისეული ცეცხლოვანი ენერგეტიკა, რადგან მზე კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. თუმცა, აქვე მოიმატებს სიჯიუტისა და უაზრო პრინციპულობის პრეცედენტები. აქედან გამომდინარე, ამჯერად გირჩევთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სირბილესა და დიპლომატიურ სვლებს მიანიჭოთ პრიორიტეტი. სიჯიუტით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს