ფასდაკლებების ეფექტი საქართველოში

ფასდაკლებების ეფექტი საქართველოში

ფასდაკლების აქციები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ კომპანიამ ერთგულ მომხმარებელთა წრე გააფართოოს.

ამასთანავე, ბაზარზე პოზიციები განიმტკიცოს და მყიდველს თავისი ახალი პროდუქციაც შესთავაზოს. ფასდაკლება მომხმარებლის სტიმულირების საუკეთესო მეთოდია. თუმცა, თუ კომპანიას მომხმარებელი არ ენდობა, ფასდაკლება ბევრს ვერაფერს შეცვლის.

პაატა შეშელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ფასდაკლების აქცია მთელ მსოფლიოში მიღებული მარკეტინგული ხერხია. ამგვარი აქციების ჩატარების აუცილებლობა ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის - კონკურენციით, რომელიც თანამედროვე ბიზნესში დიდ როლს ასრულებს. როდესაც კომპანია სხვადასხვა დასახელების პროდუქციას ყიდის, შეიძლება რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე გამოაცხადოს ფასდაკლება. ხშირ შემთხვევაში ეს ისეთი პროდუქციაა, რომელზეც მოთხოვნა დიდია და ის მოკლე ვადაში, დიდი რაოდენობით იყიდება. კომპანიას მოგება მაინც რჩება. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, წამყვანი ბრენდები, რადგან მოქნილობა და ლავირების უნარი ნებისმიერი ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა".

ფასდაკლებებს და სხვადასხვა აქციებს ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეები ხშირად მიმართავენ. ფასდაკლების აქცია "ნიკორას" ქსელში აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურში გვითხრეს, მყიდველი მთელი აპრილის განმავლობაში შეძლებს "ნიკორას" სავაჭრო ქსელში, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი, განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. რადგან ახლა მარხვის პერიოდია, "ნიკორამ" აქცენტი სწორედ სამარხვო პროდუქციაზე გააკეთა, თუმცა ფასდაკლების აქცია არასამარხვო პროდუქტებსაც შეეხო.

ჩვენი სტუმარია სს "ნიკორას" მარკეტინგის დირექტორი ნონა ძნელაძე.

- მოგვიყევით იმ ფასდაკლების შესახებ, რომელსაც "ნიკორა" მართავს. რამდენად მომგებიანია ეს თქვენი კომპანიისათვის ?

- "ნიკორას" სუპერმარკეტი უკვე 3 წელზე მეტია მომხმარებელს ყოველთვიურად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე აქციებს სთავაზობს. აქციებისთვის პროდუქციის შერჩევა თავად მომხმარებლების პრიორიტეტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონკრეტული პროდუქტების სეზონურობას, მათი მოხმარების ინტენსივობას სხვადასხვა რელიგიური თუ საერო დღესასწაულების დროს. მაგალითად, მიმდინარე თვეს, დიდი მარხვის პერიოდიდან გამომდინარე, "ნიკორას" სუპერმარკეტმა აქცენტი სწორედ სამარხვო პროდუქციაზე გააკეთა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყოველთვიური ტრადიციული აქციების ჩატარება მომგებიანია, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც. ბუნებრივია, სააქციო პროდუქციის შემთხვევაში, სუპერმარკეტი ნაკლებ მოგების მარჟაზე მუშაობს, თუმცა ამავდროულად ის იღებს ძალიან მნიშვნელოვან ბენეფიტს - მომხმარებლის კეთილგანწყობას და კმაყოფილებას. ამას გარდა, იზრდება სააქციო პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელიც და შესაბამისად ბრუნვაც, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, ერთი მხრივ მომხმარებლის ინტერესები დააკმაყოფილოს და მეორე მხრივ, მიიღოს მისი არსებობისთვის აუცილებელი შემოსავალი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ