გამგებლებმა კახეთში წინასაარჩევნოდ 1 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცეს

გამგებლებმა კახეთში წინასაარჩევნოდ 1 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცეს

კახეთში, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, წინასაარჩევნოდ, 1 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცეს. ერთი თვის ხელფასის ოდენობით პრემია გამგეობების და საკრებულოების ყველა თანამშრომელმა მიიღო, მათ შორის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელებმაც.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრემიის სახით 174 ათასი ლარი გაიცა, საგარეჯოში 130 ათასი ლარი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც პრემიის სახით გაცემული თანხა 100-დან 150 ათას ლარამდე მერყეობს. მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებმა თანხის რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა