ჩინური მედიის ცნობით, მაშველებმა ჯეძიანის პროვინციაში ახალშობილი ბიჭი საკანალიზაციო მილში გაჭედილი იპოვეს.
ჩვილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, საავადმყოფოში ახალშობილის დედა მივიდა, რომელიც ირწმუნება, რომ მშობიარობა ტუალეტში მოულოდნელად დაეწყო და ბავშვის დაჭერა ვერ შეძლო.
ბავშვის დედა 22 წლისაა და მეუღლე არ ჰყავს. ახალგაზრდა ქალის თქმით, მას კაცთან მხოლოდ 1 ღამის ურთიერთობა ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა. როცა ქალმა ბავშვის მამას ფეხმძიმობის შესახებ აცნობა, ის სახლიდან გამოაგდეს.
პოლიცია იკვლევს, რამდენად დამნაშავეა ქალი ამ საქმეში.




