კლინტონის ნოუთბუქი 60 000 დოლარად გაიყიდა

კლინტონის ნოუთბუქი 60 000 დოლარად გაიყიდა

კომპიუტერი, რომელსაც აშშ-ის ექს-პრეზიდენტი, ბილ კლინტონი იყენებდა, ონლაინ-აუქციონზე 60 000 დოლარად გაიყიდა. ამ ლეპტოპიდან კლინტონმა 1998 წელს თავისი პირველი საპრეზიდენტო იმეილი გააგზავნა.

ამ ლეპტოპს კლინტონი ძირითადად, ამერიკელ ასტრონავტებთან საკონტაქტოდ და ფოტოების შესანახად იყენებდა.  მათთან მიმოწერა კი მყარ დისკზეა შენახული.

ნოუთბუქ Toshiba Satellite Pro-ს რამე განსაკუთრებული ტექნიკური ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ  ის კოლექციონერებისთვისაა საინტერესო. ბოსტონის სააუქციო სახლი ნოუთბუქის მყიდველის ვინაობას არ ასახელებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს