10 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს

10 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს

ადამიანს მისი საქციელი განსაზღვრავს. წარმოგიდგენთ ჩვევებს, რომლებიც თქვენს ბედნიერებას იპარავს:

1. საკუთარის ნაცვლად, სხვა ადამიანების ცხოვრებაზე ფოკუსირება - არ ღირს სხვების ცხოვრებაზე ფოკუსირება და მათთვის ყველაფრის გაკეთება, მაშინ როდესაც თქვენ საკუთარი ცხოვრება არც კი გახსოვთ. საუკეთესო ცვლილებები ცხოვრებაში ხომ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები წყვეტენ, თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

2. იდეალური მომენტის ლოდინი - არ ღირს იდეალური მომენტის შესახებ მითის დაჯერება. არ არსებობს იდეალური მომენტი, ის იდეალური მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი რაღაცის კეთებას იწყებს. ბევრი ადამიანი ელოდება, როდის განლაგდებიან ვარსკვლავები მათ სასარგებლოდ ცის კაბადონზე, მაგრამ გაიღვიძეთ, იდეალური მომენტი არ დადგება, ვიდრე ამას თქვენ თავად არ შეუწყობთ ხელს.

3. მუშაობა ხელფასის გამო - როდესაც ადამიანს არ აინტერესებს თავისი სამსახური, მაშინ ის ამ სამსახურს, როგორც ციხეს ისე აღიქვამს. ამგვარად, ადამიანი მხოლოდ თავისი ცხოვრების დროს უაზროდ ხარჯავს. შედეგად, როდესაც ადამიანი კონკრეტულ საქმეს მხოლოდ თავის გატანისთვის ასრულებს, შინაგან სიცარიელეს გრძნობს.

4. სიძულვილის გრძნობის გულში ჩადება - "სიძულვილს არ შეუძლია თავისი თავი განდევნოს, მისი განდევნა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია" - ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი. სიძულვილი დესტრუქციული გრძნობაა, რომელსაც საბოლოოდ თვითგანადგურებამდე მივყავართ.

5. შიშებსა და საზრუნავზე ჩაბღაუჭება - აუცილებელია თავიდან მოიშოროთ შიშები, ეჭვები, სიბრაზე, ზედმეტი საზრუნავი. წამოუყენეთ ცხოვრებას თქვენი პრეტენზიები...

6.  პრობლემებზე ლაპარაკი - ცუდი დღე ეს მხოლოდ და მხოლოდ ცუდი დღეა და არ ღირს ამის გამო ბუზის სპილოდ გადაქცევა. თითოეული დღე  ახალი ცხოვრებისეული გაკვეთილის და ახალი შესაძლებლობების დღეა.

7.   წამიერი კმაყოფილების მუდმივი ძიება - ცხოვრებაში კმაყოფილების ორი ვარიანტი არსებობს: წამიერი და ხანგრძლივი. წამიერ კმაყოფილებაში შეიძლება ვიგულისხმოთ მატერიალური კომფორტის მომენტები, ხოლო ხანგრძლივში - საკუთარ ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.

8.  ცდილობდე სამყაროსა და გარშემომყოფების შეცვლას  - მათ, ვითაც მსოფლიოში სიტუაციის შეცვლა სურთ, უნდა დაიწყონ ეს მათ გარშემო არსებული სამყაროთი. გლობალური ცვლილებები, როგორც წესი შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ ერთ ადამიანზე და მასთან დაალაგოთ ურთიერთობა, ან ერთ საკითხზე, რომლის შეცვლაც გსურთ.

9. მათ გვერდით ყოფნა, ვინც გვნებთ - ზოგჯერ საჭიროა ადამიანებს დაემშვიდობოთ, არა იმიტომ, რომ თქვენ არ გსურთ მათზე ზრუნვა, არამედ პირიქით, ისინი არ აკეთებენ ამას თქვენთვის... არ ღირს გააგრძელოთ შთაბეჭდილების მოხდენა ასეთ ადამიანებზე...

10. ფიზიკური მიმზიდველობისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება - მეორე ნახევრის არჩევა მხოლოდ კარგი გარეგნობის გამო,  იგივეა რაც უპირატესობა მიანიჭოთ მაგალითად, რომელიმე საკვებს, მხოლოდ მისი სურნელიდან გამომდინარე...  

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს