10 ხერხი, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი სხეულის ენა

10 ხერხი, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი სხეულის ენა

სხეულის ენას ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. ჩვენმა მანერებმა, ჟესტებმა ჩვენდაუნებურად შესაძლოა "გაგვცენ" და მეორე პირს ჩვენს შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. წარმოგიდგენთ 10 ხერხს, როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი სხეულის ენა.

1. არ გადააჯვარედინოთ ხელები ან ფეხები -  ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაცვის მიზნით, გარშემომყოფთა მიმართ ჩაკეტილ მდგომარეობაში ხართ. იყავით უფრო გახსნილი.

2. დაამყარეთ კონტაქტი თვალებით - თუკი თქვენ რამდენიმე ადამიანს ერთად ესაუბრებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მათგანთან თვალებით კონტაქტს ამყარებდეთ. ეს თქვენ მათ თვალში თავდაჯერებულს წარმოგაჩენთ.

3. მიიღეთ პოზა - მიიღეთ თავდაჯერებული ადამიანის პოზა, იგრძენით თავი საკუთარ ნაჭუჭში.

4. მოადუნეთ მხრები - როცა თქვენ დაძაბული ხართ, დაძაბულია თქვენი მხრებიც - ისინი თითქოს ზევით აწეული და წინ გადახრილია. შეეცადეთ მოდუნდეთ და მხრებიც თავიდ ადგილზე "დააყენოთ".

5. როცა გესაუბრებიან, დაუქნიეთ თავი - დროდადრო თავის დაქნევით თქვენს თანამოსაუბრეს მიანიშნებთ, რომ მას უსმენთ.

6. არ მოეშვათ , იჯექით სწორად - დაიჭირეთ სწორი პოზა ჯდომისას, მაგრამ ნუ "გაიჭიმებით"

7. დაიხარეთ  (ყური დაუგდეთ) - თუკი გსურთ თანამოსაუბრეს აჩვენოთ, რომ გაინტერესებთ რასაც ის გეუბნებათ, ამის სანიშნებლად მისკენ ოდნავ გადაიხარეთ.

8. გაიღიმეთ და გაიცინეთ - ყველაფერს მსუბუქად მიუდექით, როცა ვინმე რაიმე სასაცილოს ყვება, გაიღიმეთ. მაგრამ ნურც გადაამეტებთ და ყველა სიტუაციაში ღიმილს სახეზე ნუ "დაიხატავთ"- ამ შემთხვევაში თქვენ არაგულწრფელ ადამიანად მიგიჩნევენ.

9. არ შეეხოთ თქვენს სახეს - ეს ჟესტი იმაზე მიანიშნებს, რომ ნერვიულობთ, ყველაფერთან ერთად ეს თქვენს თანამოსაუბრეს ყურადღებასაც გაუფანტავს.

10. გეჭიროთ თავი მაღლა - დახრილი თავი თავდაუჯერებლობის და დაბნეულობის ნიშანია. თქვენი მზერა უნდა იყოს პირდაპირი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს