წმინდანად შერაცხვის ცერემონიამდე ჯვარი ჩამოინგრა და 21 წლის პილიგრიმი იმსხვერპლა

წმინდანად შერაცხვის ცერემონიამდე ჯვარი ჩამოინგრა და 21 წლის პილიგრიმი იმსხვერპლა

იტალიაში, ჩევოში ინციდენტი მოხდა - უზარმაზარი ჯვარი ჩამოინგრა და ახალგაზრდა პილიგრიმი იმსხვერპლა. ჯვარცმა რომის პაპ იოანე პავლე მეორეს პატივსაცემად აღმართეს.

30 მეტრიანი ხის ჯვარი 2 დღით ადრე ჩამოინგრა, ვიდრე ყოფილი პაპის კანონიზაციის ცერემონიალი გაიმართებოდა. გარდაცვლილი 21 წლის მარკო გუსმინია, რომელიც ქალაქს სხვა ახალგაზრდა კათოლიკეებთან ერთად სტუმრობდა.

"ამოუხსნელი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდებმა წახემსება გადაწყვიტეს, როდესაც ჭრიალის ხმა გაიგეს. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, მაგრამ მარკო, საუბედუროდ, ვერ გადარჩა. ეს ადგილი პილიგრიმების და ოჯახური ვიზიტებისთვისაა განკუთვნილი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა", - განაცხადა ქალაქის მერმა სილვიო სიტრონიმ.

გარდაცვლილი ქალაქ ბერგამოდანაა. უცნაური ისიც არის, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა რომის პაპ იოანე XXIII ქუჩაზე ცხოვრობდა. კვირას იოანე პავლე II და იოანე XXIII წმინდანად უნდა შერაცხონ. ამ მოვლენის გამო 800 000 კათოლიკე პილიგრიმი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან რომში ჩასვლას გეგმავს.

ჯვარი, რომელზეც იესოს სკულპტურაა გამოსახული 600 კილოგრამს იწონის, ნამუშევარი მოქანდაკე ენრიკო ჯობს ეკუთვნის. მოქანდაკემ ის 1998 წელს შექმნა, ხოლო ჩევოში 2005 წელს აღიმართა.

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს