საყდრისის მაღაროსთან საგუშაგოებს დგამენ

საყდრისის მაღაროსთან საგუშაგოებს დგამენ

კაზრეთში, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია გრძელდება. მათ მაღაროს მახლობლად ფერდობებზე საგუშაგოების დადგმა დაიწყეს, სადაც მუდმივად იმორიგევებენ და კომპანია ”RMG - გოლდის” სამუშაო პროცესს დააკვირდებიან.

"საყდრისის მაღაროსთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები სადემარკაციო ხაზს ავლებენ, თუმცა ჩვენ არც მათ ვენდობით და არც კომპანიას. საერთშორისო ექსპერტების ჩამოსვლამდე ჩვენი კომიტეტი მუდმივად დააკვირდება მაღაროსთან მიმდინარე სამუშაოებს, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდეს", - ამბობს "გურია ნიუსთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი მამალაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა