ქალური ინტუიცია ბიოლოგიურია - გოგონები მას ჯერ კიდევ საშვილოსნოში იღებენ

ქალური ინტუიცია ბიოლოგიურია - გოგონები მას ჯერ კიდევ საშვილოსნოში იღებენ

ქალური ინტუიცია ჯერ კიდევ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. ქალური უნარი, გაარჩიოს რას ფიქრობს და გრძნობს სხვა ადამიანი, კაცებს დღემდე აოცებთ.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს ფენომენი ბიოლოგიურია და ქალი მას ჯერ კიდევ საშვილოსნოში იღებს, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ჩანასახია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტესტოსტერონის უფრო დაბალ ზემოქმედებასთან. საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარ გუნდში აცხადებენ, რომ ამის გამო ქალებს კაცებთან შედარებით "უფრო ძლიერი ინტუიცია აქვთ".

გრანადის უნივერსიტეტისა და ბარსელონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტში 600 სტუდენტი ჩართეს, რათა გაერკვიათ, ვის უფრო უკეთესი ინტუიცია აქვს. "ქალები უფრო მეტად ინტუიციურ პასუხებს გვაძლევდნენ", - განაცხადა მეცნიერმა ანტონიო მანუელ ესპინმა.

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს