მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი

მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი

მაურო იკარდი ის ფეხბურთელია, რომელიც, გოლების გატანის მიუხედავად, ლამის ნახევარ იტალიას ეზიზღება! რატომ? იკარდის ყოველდღიურ გამოხტომებს რომ თავი დავანებოთ, შარშან მაურომ ცოლი ''წაართვა'' თანაგუნდელსა (არგენტინის ნაკრებში) და ყოფილ თანაკლუბელ (''სამპდორიაში'') მაქსი ლოპესს! უფრო სწორად, ცნობილმა ლამაზმანმა ვანდა ნარამ ლოპესი თავად მიატოვა და მიზეზად ღალატი დაასახელა, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ იკარდისთან ცხოვრობს... სხვათა შორის, მაუროს და ვანდას ''ჯარიმების სიყვარულიც'' აერთიანებთ - უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, არგენტინელი წყვილი არაერთხელ დააჯარიმეს იკარდის თეთრი ლამბორჯინის არასწორი პარკირებისთვის.

გთავაზობთ ინტერვიუს მაურო იკარდისთან, რომელსაც არგენტინელი ლამაზმანისა და სპორტული ავტომანქანების გარდა, შოპინგი, დაივინგი და შემწვარი ხორცი ჰყვარებია...

- 21 წლის ასაკში უკვე რამდენიმე კლუბი გამოიცვალეთ...

- როსარიოში დავიბადე, იმავე ქალაქში, სადაც მესი. ბავშვობაში ესპანეთში გავემგზავრე და ვესინდარიოს ფეხბურთელი გავხდი. 15 წლისა ''ბარსელონაში'' ვთამაშობდი, სამი წლის შემდეგ - გენუის ''სამპდორიაში'', ახლა კი ''ინტერის'' მოთამაშე ვარ...

- მესი თქვენი კერპია?

- ჩემი კერპი ბატისტუტაა. მინდა, მასავით ვთამაშობდე!

- არგენტინის მოქალაქეც ხართ და იტალიისაც, მაგრამ ნაკრების არჩევისას მაინც არ გიყოყმანიათ...

- რა თქმა უნდა, რადგან ეს გულიდან მოდის... თავს მუდამ სამხრეთამერიკელად მივიჩნევ...

- გენუა გენატრებათ?

- ბარსელონა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ ბევრი სავაჭრო ცენტრია. გენუაც მომწონდა, მაგრამ იქ არც ისე ბევრი მაღაზიაა. ახლა მილანში ვცხოვრობ, სადაც საუკეთესო მაღაზიებია, მაგრამ არ არის ზღვა...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს