დაბადების თარიღი თქვენი ხასიათის და ბედის შესახებ მეტყველებს

დაბადების თარიღი თქვენი ხასიათის და ბედის შესახებ მეტყველებს

ნუმეროლოგიური ანალიზის მიხედვით, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია კონკრეტულად საკუთარ დაბადების თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები. ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნული განვითარების გზის რაგვარობაზე ახდენს გავლენას. მაშ ასე, იპოვნეთ მოცემულ ცხრილში თქვენი დაბადების თარიღი და გაეცანით შედეგებს.

1 - ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.

2 - მათთვის ცხოვრებაში მთავარია ისწავლონ სწორი არჩევანის გაკეთება. ისინი მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.

3 - ამ ხალხს მოეთხოვება, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთოს და არასოდეს იყოს სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წარუმატებლობა ელის.

4 - მათთვის მთავარია ინფორმაცია. კომუნიკაბელური ადამიანების რიცხვია. ისინი ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.

5 - იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად სამართლიანობის მოყვარული ადამიანების რიცხვია. მათთვის ცხოვრებაში უმთავრესია სიმართლის პრინციპით ცხოვრება.

6 - მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან ამ რიცხვის ვიბრაციით. მათთვის აუცილებელია ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალოთ თავს საქმის იძულებით კეთება.

7 - ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება გააჩნიათ.

8 - რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ისინი ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.

9 - მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.

10 - მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.

11 - ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ რიცხვში ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.

12 - მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.

13 - კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. დიპლომატები, საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გვხვდებიან მათ შორის.

14 - კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. ისინი ხშირად არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. პროფესიად ისტორიკოსობას ან ტურიზმის სფეროს ირჩევენ.

15 - დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში დაეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს