რომელია ევროპის ყველაზე იაფი ზღვის კურორტი?

რომელია ევროპის ყველაზე იაფი ზღვის კურორტი?

წელს ოჯახები ევროპის კურორტებზე შედარებით იაფად დაისვენებენ, რადგანაც ფასებმა 20%-ით დაიკლო.

ფასების კლება ეხება როგორც საკვებს, ასევე სასმელს. როგორც Daily Mail წერს, სასტუმროები ევროზონის კრიზისს ამ გზით ებრძვიან და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ტურისტი, ან ადგილობრივი მიიზიდონ.

წელს სიიაფით ევროპულ კურორტებს შორის პირველი ადგილი ბულგარეთს ერგო, სადაც კვირაში დასასვენებლად 215 გირვანქა სტერლინგი დაგჭირდებათ (შარშანდელთან შედარებით ღირებულება 50 გირვანქა სტერლინგით იაფია).

ტურისტებისთვის საარსებო კალათაში შედის: ჭიქა ყავა, ადგილობრივი ლუდი, გაზიანი სასმელი, 1 ჭიქა ღვინო, 1 ლიტრი მინერალური წყალი, მზისგან დამცავი კრემი, 2 კაცზე განკუთვნილი ლანჩი (მენიუში შედის სასმელიც) ასევე, საღამოსთვის განკუთვნილი კერძი და ბოთლი ღვინო. ბულგარეთში ყველაზე პოპულარულ კურორტზე - Sunny Beach-ზე ეს კალათა 43 გირვანქა სტერლინგი ჯდება. თურქეთის მარმარისმა მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე იაფ კურორტებს შორის, სადაც წარმოდგენილ კალათში 54.11 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ. კოსტა დელ სოლი, ესპანეთი - 54.88 გირვანქა სტერლინგი, კოსტა ბლანკა, ესპანეთი - 55.18 გირვანქა სტერლინგი, ალგარვი, პორტუგალია - 56.44 გირვანქა სტერლინგი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს