მამაკაცს სახლში 5000 ბუსტჰალტერი აქვს და მუზეუმის გახსნას აპირებს

მამაკაცს სახლში 5000 ბუსტჰალტერი აქვს და მუზეუმის გახსნას აპირებს

56 წლის ჩინელ მამაკაცს, ჩენ ქინგზუს სახლში იმდენი ბუსტჰალტერი აქვს, ნებისმიერ ქალს შეშურდება.

ის ბუსტჰალტერებს ბოლო 20 წლის განმავლობაში აგროვებდა და საერთო ჯამში, ქალის 5000 თეთრეული აქვს - ნებისმიერი ფერის, ფორმის, სილიკონიანი, თუ მაქმანებიანი. ჩენი ამაყობს, რომ მისი კოლექცია იმდენად მრავალფეროვანია, მუზეუმის გახსნაც კი შეიძლება.

ის ექსპერტადაც კი იქცა და იცის, რომ ბევრი ქალი უკეთესი ფორმის მისაცემად პატარა ზომის ბუსტჰალტერს იცვამს და ამით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის; როგორც ამბობს, ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ქალისთვის შეუძლია შესაბამისი ბუსტჰალტერი შეარჩიოს. 

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს