"დედის მოკვლამდე ანზორმა მეზობლის ინვალიდი გოგონა გააუპატიურა" - თერჯოლაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

"დედის მოკვლამდე ანზორმა მეზობლის ინვალიდი გოგონა გააუპატიურა" - თერჯოლაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 37 წლის მამაკაცმა დედას ბლაგვი საგნით თავში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ცხედარი კი საღორეში დამარხა. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ანზორ ბოგველაძისთვის ეს პირველი დანაშაული არ ყოფილა, დედის - დეზდემონა ჩხაიძის მკვლელობამდე იგი სამჯერ იყო ნასამართლევი: მეზობლის ქალის მკვლელობისთვის, მეზობელი გოგონას გაუპატიურებისა და თანასოფლელი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. როგორც სოფელ ეწერის რწმუნებული გვიყვება, ბოგველაძეს არა მარტო დედასთან და ძმასთან, მეზობლებთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.

ვაჟა ბერუაშვილი, სოფელ ეწერის რწმუნებული:

- ანზორ ბოგველაძე სკოლის მოსწავლე მახსოვს, კარგი ბიჭი იყო, რეგბს თამაშობდა თბილისში. მერე აერია ცხოვრება და არავინ იცის, რატომ დაადგა ასეთ გზას. დედამისს ორი ვაჟი ჰყავდა, ზრდიდა წვალებით. დედა-შვილი ერთად კი ცხოვრობდა, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, დედას ეშინოდა შვილის და ცდილობდა, გარიდებოდა, ხშირად ნათესავებთან რჩებოდა. აღდგომამდე, როგორც ვიცი, ახლობლებმა შეარიგეს, 3-4 დღის შემდეგ კი ეს უბედურება მოხდა. ანზორი სახლიდან არც გამოდიოდა, იშვიათად ვნახულობდით.

- გარდაცვლილზე რას იტყვით, როგორი ადამიანი იყო?

- შესანიშნავი ადამიანი იყო, 65 წლის, გეოგრაფიის მასწავლებელი, მისი მეუღლეც პედაგოგი იყო. დედა ორ ადგილას მუშაობდა, მაგისთვის წვალობდა ისევ და რაღაცეებს უგზავნიდა. ანზორს ერთადერთ ძმასთანაც, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა.

- როგორ გამჟღავნდა დანაშაული?

- შაბათს, შუადღეს, თვითონ ანზორს უთქვამს მეზობლისთვის, რომ დედა საღორეში ჰყავდა დამალული, დედაჩემს "წავესპორე", საღორეში გდია და იქნებ სასწრაფოს დაუძახოთო. ეს ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა, შაბათ ღამეს კი გამჟღავნდა. ქალბატონი რომ აღარ ჩანდა, მეზობლებიც ეძებდნენ.

- თქვენც ესწრებოდით გვამის აღმოჩენას? რა მდგომარეობაში იყო მიცვალებული?

იხილეთ სრულად

"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ