კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა

კაცმა ფეხმძიმე შეყვარებული მოიტაცა და ცეცხლის წაკიდება სცადა

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ინციდენტი მოხდა - 36 წლის ლი მულიანმა 21 წლის ფეხმძიმე შეყვარებული ქსუ ფანი მათი საერთო ბინიდან მოიტაცა, შემდეგ ზურგზე საწვავის რეზერვუარი მიაბა და ცეცხლის მოკიდება სცადა. ინციდენტის ადგილას პოლიცია სწრაფად მივიდა და ფეხმძიმეს გადარჩენა შეძლო.

ფეხმძიმეს ეძინა, როდესაც პარტნიორმა ლოგინიდან გაიტაცა და ავტომობილში ძალით ჩასვა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. მოგვიანებით მანქანაში ცეცხლი გაჩნდა - გოგონა ავტომობილიდან პოლიციამ გამოიყვანა, ოფიცრებმა მის სხეულზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა მოასწრეს. შედეგად, წყვილმა სხეულზე სერიოზული დამწვრობა მიიღო. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი პალატაში გვერდიგვერდ წვანან. მიუხედავად იმისა, რომ ქალს სხეულზე სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, ფეხმძიმეზე მეტი დამწვრობა კაცმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტის მიზეზი ქალის ფეხმძიმობაა. ქალი პირველი ღამის შემდეგ ფეხმძიმედ დარჩა, სწორედ ამიტომ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, 6 თვის შემდეგაც კაცი ვერ შეეგუა, რომ მამა უნდა გამხდარიყო და პარტნიორის სასტიკად დასჯა გადაწყვიტა.

"გოგონას ვაფრთხილებდით, რომ ვიდრე ამ კაცთან ცხოვრებას გადაწყვეტდა, კარგად გაცნობა იყო საჭირო. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი შიში გამართლდა", - ამბობს დაზარალებული ფეხმძიმის ბიძა, ვუ ჩინი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს