სადეზინფექციო ომები თბილისში

სადეზინფექციო ომები თბილისში

ბოლო პერიოდში თბილისში სადეზინფექციო სამსახურის წარმომადგენლები მომრავლდნენ. ისინი მოსახლეობას თვეში დაახლოებით ოთხ- ხუთჯერ აკითხავენ და მომსახურების სანაცვლოდ ერთ ლარს ითხოვენ, რამაც მოსახლეობაში ეჭვი გააჩინა რომ ეს თაღლითური სქემაა.

ქეთევან ტიღაშვილი ( "შპს +სადეზინფექციო სამსახური+"-ის ხელმძღვანელი):

- ჩვენი კომპანია ცხრა თვეა რაც შეიქმნა. ჩვენი ოფისები - თბილისში, რუსთავში და გორშია განთავსებული. ამ ტიპის შპს საქართველოში პირველმა მე ჩამოვაყალიბე, თუმცა ბოლო სამი თვეა, მსგავსი ტიპის კიდევ რამდენიმე ორგანიაზცია გამოჩნდა. ხალხს ვერ გაურკვევია, რომელს ენდონ და ვის გადაუხადონ თანხა. ჩვენმა კონკურენტებმა თავიანთ კომპანიასაც დაარქვეს თითქმის იგივე სახელი, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ ჩვენს კომპანიას "შპს + სადეზინფექციო სამსახური+" ჰქვია, მათ კომპანიას კი - " შპს სადეზინფექციო სამსახური+". შეუკვეთეს თითქმის იგივე ფერის უნიფორმები. კონკურენტობას რომ ვერ გვიწევენ, იმ ხერხსაც მიმართეს, რომ "სადეზინფექციო სამსახური +" ის დამფუძნებელი ნიკოლოზ აბუაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ცილი დაგვწამა, ვითომ ჩვენ ვართ თაღლითები და არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ეს კომპანია ვერ ასრულებს თავის საქმიანობას და მისი გაფუჭებული საქმეები ჩვენ გვბრალდება. მოსახლეობა რეკავს სხვადასხვა უბნებიდან და გვთხოვს , რომ დავეხმაროთ. ასეთ შემთხვევებში რომ გავდივართ უბნებზე, გვხვდება კომპანია "სადეზინფექციო სამსახური +"- ის ქვითრები. თანაც, საკვირველი რა არის იცით? ზოგ ქვითარზე არის გამოწერილი მომსახურების საფასური - 1 ლარი, ზოგზე კი - 50 თეთრი. საინტერესოა, რით განასხვავებს ეს კომპანია მოქალაქეებს ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა ფასებს უწესებს? და ამ დროს არც ასრულებს თავის მოვალეობას… ცხრა თვის განმავლობაში კომპანია სრული დატვირთვით მუშაობს, ჩვენი წარმომადგენლები მიდიან კორპუსებში და მოსახლეობას სადეზინფექციო მომსახურებას სთავაზობენ, თანხმობის შემთხვევაში, თითოეული ოჯახი იხდის ერთ ლარს, რის შემდეგაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს და ამ ყველაფერზე ოფიციალურად დგინდება მიღება– ჩაბარების აქტი. ყოველ გადახდილ ლარზე მოსახლეობას ვუბრუნებთ ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს. ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე ეკლესიასაც ჩავუტარეთ დეზინფექცია ქველმოქმედების სახით. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ისე რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი. მოქალაქეებმა ჩვენი თანამშრომლები სხვებისგან პირველ რიგში საბუთებით უნდა გაარჩიონ. . ჩვენს თანამშრომლებს აქვთ იმის დამადასტურებელი საბუთი რომ ნამდვილად არიან "შპს +სადეზინფექციო სამსახური+"- დან. ეს საბუთი დადასტურებულია ბეჭდით, რომელზეც არის ჩვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 406108037. ასევე, უნიფორმებით. ჩვენს წარმომადგენლებს აცვიათ ლურჯ–შავი ჟილეტები და არა მხოლოდ ლურჯი ფერის. ასევე, მინდა მივმართო მოსახლეობას თხოვნით, ვისაც ეჭვი შეეპარება ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით, მოგვმართონ: მეტრო "ახმეტელთან", ხიზანიშვილის ქ 2, "გალაქსის" მაღაზიის თავზე, ოთახი # 19. ტელ.230–83–64 568–69–68–69 555 72–50–54.

Ambebi.ge "შპს სადეზინფექციო სამსახური +"-ის დირექტორ ზვიად ბუღაძესაც დაუკავშირდა.

ზვიად ბუღაძე: მე ვერ გეტყვით, თვეში ოთხჯერ და ხუთჯერ ვინ აკითხავს ამ ხალხს, მე სხვაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ერთი და იგივე ადგილას, თვეში ან ორ თვეში ერთხელ მივდივართ. მოსახლეობას ჩვენს მომსახურებას ვთავაზობთ და გადახდის შემთხვევაში, ვატარებთ სამუშაოს, ამ ყველაფრის დადასტურება რა თქმა უნდა შეგვიძლია დოკუმენტურად, რადგან ყოველ ჩატარებულ სამუშაოზე დგინდება მიღება ჩაბარების აქტი. მე ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ ჩემი გაფუჭებული საქმეები ვინმეს ბრალდება. არსებობს პიროვნება რომელსაც აქვს "შპს + სადეზინფექციო სამსახური +"-ის მიერ გაცემული ჩეკი და ამბობს, რომ მათ არ გააკეთეს საქმეო. თუმცა მე არ ვიცი, ამ პიროვნებამ ვერ დაინახა შესრულებული საქმე თუ მართლა არ შეასრულეს, მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო. ამ ორი კომპანიის გარდა, კიდევ არსებობენ სხვები, რომლებიც ჩვენს სახელს იყენებენ და ამან გამოიწვია ეს გაუგებრობა. ჩვენი კონკურეცია არის ჯანსაღი, მარტო ჩვენ ორნი რომ ვიყოთ, როგორმე მოვრიგდებოდით, მაგრამ როგორც ვიცი დადიან სხვები და ატყუებენ ხალხს, არ იძლევიან არანაირ ჩეკს, მხოლოდ ფულს იღებენ და სადარბაზოებში რაღაც სითხეს მოასხამენ ხოლმე. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ხალხი აღარ გვენდობა, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩვენს საქმიანობაზე. ვიღაცეების აფიორის გამო მოსახლეობას ჩვენდამი ნდობა დაეკარგა.

მაკა ქობალია, Ambebi.ge

ამავე თემაზე: მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია