8 ცუდი რჩევა, რომელსაც ერთმანეთს ვაძლევთ

8 ცუდი რჩევა, რომელსაც ერთმანეთს ვაძლევთ

ყურადღება მიაქციეთ, რა რჩევებს გაძლევენ ადამიანები. წარმოგიდგენთ არასწორ რჩევებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენ უკვე მოგისმენიათ.

1. არსებობს მკაფიო და განსაზღვრული გზა, რომელსაც ყველამ უნდა მისდიოს - ამოირჩიეთ თქვენი საკუთარი გზა, ის, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგესადაგებათ. ის, ვინც დინებას მიჰყვება, როგორც წესი, ამ დინებაში იკარგება...

2. წარმატება - ეს კონკრეტული შედეგია, რომლის შეძენაც შესაძლებელია - წარმატება უფრო წარმოადგენს ქცევის მოდელის შედეგს და არა ერთეულ შემთხვევას. ეს არის ცხოვრების წესი.

3. გჭირდებათ უფრო მეტი, რომ იყოთ ბედნიერი - ყველაფერს სწორად აკეთებთ, არ გჭირდებათ უფრო მეტი, რომ ბედნიერი იყოთ. ბედნიერება მდგომარეობს იმაში, თქვენ თავად როგორ უყურებთ და აღიქვამთ საკუთარ ცხოვრებას, ყველაფერი თქვენს ფიქრებსა და განწყობაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რა გაქვთ ან რა არ გაქვთ...

4. კრიტიკა თქვენს განვითარებას აფერხებს - რამდენად კარგადაც არ უნდა გამოგდიოდეთ საქმე, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც თქვენს ძალისხმევას გააკრიტიკებს. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა, თავს ამ დროს არაკომფორტულად გრძნობდეთ, ამან შესაძლოა, თქვენს შემოქმედებით თვითრეალიზაციას და განვითარებას ხელი შეუწყოს.

5. მომავალი ყველაფერზე მნიშვნელოვანია - თქვენ ახლა ცხოვრობთ, ახლა ხართ ცოცხალი და ცხოვრების ეს მომენტი სხვა დროსა და ადგილზე ფიქრისთვის არ უნდა დაკარგოთ.

6. დიდი შესაძლებლობები მხოლოდ ზოგ იღბლიანს ეძლევა - დიდი შესაძლებლობები მოდის იმ ადამიანთან, ვინც ყველაზე უმნიშვნელოსაც არ უშვებს ხელიდან.

7. ყველა ურთიერთობა უნდა შეინარჩუნო - ადამიანების უმრავლესობა თქვენს ცხოვრებაში დროებით მოდის, რათა თქვენ მათგან რამე ისწავლოთ. ისინი მოდიან და მიდიან და თქვენ ეს უკეთესობისკენ უნდა გცვლიდეთ. ნორმალურია, თუკი ყველა მათგანი თქვენს ცხოვრებაში არ დარჩება.

8. წარსული თქვენს მომავალს განსაზღვრავს - მოსაზრება, რომ წარსული თქვენს მომავალს განსაზღვრავს, მცდარია. ნუ განსჯით თქვენი წარუმატებელი მცდელობებით თქვენი მომავლის პოტენციალს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს