ქუთაისში მოედნებიდან ხელოვნურ საფარს სასაფლაოებისთვის იპარავენ?

ქუთაისში მოედნებიდან ხელოვნურ საფარს სასაფლაოებისთვის იპარავენ?

ქუთაისში გასულ წლებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული სათამაშო მოედნები სავალალო მდგომარეობაშია. მოედანზე დაგებული ხელოვნური საფარი აყრილია, მავთულის ღობეები კი დაზიანებული, რის გამოც ბავშვებს მოედანზე თამაში უჭირთ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, წინა მთავრობამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოედნები უხარისხოდ გააკეთა, თუმცა თითო მინი-სტადიონისთვის დაახლოებით 100 000 ლარი იყო გამოყოფილი, სადაც დღეს თამაში შეუძლებელია.

სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან ერთად, მოედნის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ავტოქარხნელი ბავშვები ადგილობრივების დაუდევრობასაც ხედავენ.

"ქვიშაზეა "ნოხი" გადაგებული, რის გამოც გაფუჭდა ასე მალე, ასევე, მოედნებს ხალხიც არ უფრთხილდება. მოედანზე გადებული "ნოხი" მოიპარეს და სასაფლაოზე წაიღეს. დენი კი "ავტოფარეხში" გადაიყვანეს. ბავშვებს გვჭირდება ეს ადგილი სათამაშოდ. ვითხოვთ, გაგვიკეთონ და ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ მოედნის დაცვაზე", - განაცხადა გიორგი ნოზაძემ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა