29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შექებას დაიმსახურებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალგაცნობილს. საუბრისას დააკვირდით მის ჟესტებს და არა მარტო იმას გაიგებთ, რას ლაპარაკობს, არამედ იმას, რისი დაფარვაც სურს.

კურო

დღეს განსაკუთრებული მისია გაკისრიათ. თავად ახლობლებთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოთ; გარშემო მყოფებს საქმეების მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ და ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები შეარიგოთ. ეცადეთ ისე იმოქმედოთ, რომ ”არც მწვადი დაწვათ და არც შამფური”.

ტყუპი

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ვალის აღება-გაცემას. ყურადღებით იყავით, დღეს იმ ინფორმაციას მიიღებთ, რომელსაც დიდხანს იძიებდით.

კირჩხიბი

ეცადეთ ცოტა ხნით მაინც მოახერხოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. უმჯობესი იქნება, თუ საქმეებს მთელი დღით გამოცდილ კოლეგებს გადააბარებთ, თავად კი ქალაქგარეთ გაისეირნებთ. დასვენება და გარემოს შეცვლა ენერგიით აგავსებთ და ახალ იდეებსაც მიაგნებთ.

ლომი

მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოერიდეთ კრიტიკასა და კამათში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიფუჭდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ზოგიერთები კი შეიძლება სამუდამოდ ჩამოგშორდნენ.

ქალწული

ნათესავების, მეგობრების ან კოლეგების მიერ მოწყობილ ღონისძიებაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. მთავარია, თავადაც გაერთოთ და არც გარშემო მყოფებს გაუფუჭოთ განწყობა. საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა გელით.

სასწორი

შემოქმედებით განწყობაზე ხართ და იდეების განხორციელეის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ თუ ყოველდღიური საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი და ფანტაზიების განხორციელებისთვის ვერ მოიცლით, ეცადეთ ყოველდღიურ საქმეებსაც შემოქმედებითად მიუდგეთ.

მორიელი

სანამ მნიშვნელოვან ნახტომს განახორციელებდეთ, კარგად გაარკვიეთ, ვისთან და რა პირობებში მოგიწევთ მუშაობა. აგრეთვე კარგად შეისწავლეთ ფინანსური საკითხები, - ხარჯები და შემოსავლები.

მშვილდოსანი

შეიძლება ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ. მოგეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი არ ესმის. ეცადეთ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები არ დაგეგმოთ. მეტად დაისვენთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს