8 ნიშანი, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია

8 ნიშანი, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია

თუ სახლში ძაღლი გყავთ, ალბათ, არაერთხელ დაგხვედრიათ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სიყვარულით სავსე თვალებით, ან ავადმყოფობის დროს თქვენს საწოლთან წოლილა. ძაღლი რომ ადამიანის ერთგული მეგობარია, ამის არაერთი ფაქტი არსებობს. ხშირად ამ ოთხფეხა მეგობრებს ადამიანებზე ძლიერი სიყვარული და ერთგულება შეუძლიათ.

1. ძაღლს თქვენს გამო თავგანწირვა შეუძლია. სახლი და პატრონი მისთვის იმდენად ძვირფასია, თუ იგრძნო რომ საფრთხე გემუქრებათ - ქურდს, ან არაკეთილმოსურნეს სასტიკად გაუსწორდება.

2. ცივ ამინდში ძაღლი პატრონის გათბობას ცდილობს.

3. ძაღლს პატრონი და მისი ოჯახის წევრები მთელი გულით უყვარს.

4. ის ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი ერთგულია.

5. მათ თქვენი სოციალური სტატუსი არ ადარდებთ, მათ უბრალოდ ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ.

6. თუ დღის განმავლობაში მის გვერდით არ ხართ, ოთახებში მოუსვენრად დარბის და კარს უყურებს.

7. ის თქვენს განწყობას შესანიშნავად გრძნობს; თუ სევდიანი ხართ, ისიც აუცილებლად მოიღუშება, ან თქვენს გართობას შეეცდება.

8. მათთან ერთად გართობას არაფერი სჯობს.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს