"შემომითვალა თუ არ გაჩუმდება, ცუდად წაუვა საქმეო" - ვალერი გელაშვილს ანი ნადარეიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობენ

"შემომითვალა თუ არ გაჩუმდება, ცუდად წაუვა საქმეო" - ვალერი გელაშვილს ანი ნადარეიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც "კვირის პალიტრის" ახალ ნომერში გამოქვეყნდა.

"ვალერი გელაშვილი ზის და მღერის: ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩემზე რამე ცუდი თქვას, გული გაუპოს დანამა :)))))

ეხლა კი სერიუზულად: ბატონო ვალერი, ჯერ ერთი მამაჩემის დაცვის უფროსი, რომელიც მერე თქვენი დაცვის უფროსი იყო და რომელსაც თქვენ მალხაზ კვარაცხელიად მოიხსენიებთ, სულ მცირე ისე მაინც უნდა იცოდეთ რომ მალხაზ ცხაკაიაა, მეორეც, იგი თქვენზე მეტად ნაცემი იყო და თქვენ მას მისი საავადმყოფოში მკურნალობის თანხაც კი არ გადაუხადეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე გიცავდათ და თქვენზე ბევრად მეტიც მოხვდა. (მას დიახაც რომ ჩემმა ძმამ უმკურნალა). რაც შეეხება ჩემი ძმის და მალხაზ ცხაკაიას "შეთქმულებას" თქვენს წინააღმდეგ, ეს არის აბსურდი, ვინაიდან სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მაშინ ბაჩო არც ჩემი ქმარი იყო და სულ რამდენიმე თვის გაცნობილი მყავდა, არც ჩემი ოჯახი იცნობდა მას და ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩემი ძმა მაშინ მოქმედი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად იყო განწყობილი და ეს მთელმა საქართველომ იცის.

რაც შეეხება ჟურნალისტის (და არ ვიცი რომელი ჟურნალისტია, ვინაიდან არ წერია) კითხვას ამ სტატიაში - "ბაჩო ახალაიას მეუღლემ ისიც დაწერა, რომ თითქოს თქვენ ვენესუელის მთავრობაც გეძებდათ, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა გადაგარჩინათ, არ გადაგცათ უცხო ქვეყანას" - აი, ეს ვენესუელის ამბავი საერთოდ პირველად მესმის და სად დავწერე ხომ ვერ მეტყვით?", - წერს ნადარეიშვილი.

გელაშვილის ინტერვიუ გამოხმაურების გარეშე არ დაუტოვებია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსაც:

ამონარიდი ვალერი გელაშვილის ინტერვიუდან, რომელსაც ნანუკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო, მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდა.

- ჟორჟოლიანს ურჩევნია, გაჩუმდეს - ხვალ მის ქმარს, დაპატიმრების შემდეგ, მდგომარეობა რომ არ დაუმძიმონ, შეიძლება ჩემი სიტყვა დასჭირდეს... შევუთვალე ეს, მაგრამ მაინც არ ჩუმდება. არ მესმის, დათვურ სამსახურს რატომ უწევს ქმარს? ალბათ, კოდუას მოშორება უნდა და მაღიზიანებს, რომ მის წინააღმდეგ განვეწყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში.

"ეს ეხლა ნორმალურია? გოგო! სუფთა გოგო!:) მე რომ კოდუას მოცილება მინდა თავიდან თურმე :))

ვინმემ ამოხსენით პროკურატურაში მისი სიტყვა დამჭირდება რა არის:))", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პოსტს კომენტარს უკეთებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია: როგოოორ? რაის გოგო, ადამიანო რაში გაღელვებს მაგის გენდერი, ჩვეულებრივი მუქარაა დეპუტატის მხრიდან, რომლითაც იმასაც ადასტურებს, რომ აქამდეც აქტიურად ერეოდა საქმის მიმდინარეობაში. ამას მიხედე შენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: მართლა შემომითვალა თუ არ გაჩუმდება ცუდათ წაუვა საქმეო

ნიკა გვარამია: {კოდუას} წინააღმდეგ განვეწყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში - ეს რა ტექსტია, ამის განწყობებზეა ვინა რამდენი ხნით ჩაჯდება ციხეში?

მისი პარტიული მეგობრები რას ფიქრობენ ამაზე ნეტავ, ესეც პროცედურული დემოკრატიის ნაწილია?

ნანუკა ჟორჟოლიანი: და პროკურატურაში მისი სიტყვა რომ უნდა დამჭირდეს?

იხილეთ: როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს