"დედა პარასკევა არავის გაუგდია" - არქიმანდრიტის პირველი კომენტარი და Ambebi.ge-ს ექსკლუზივი სამთავროს მონასტრიდან

"დედა პარასკევა არავის გაუგდია" - არქიმანდრიტის პირველი კომენტარი და Ambebi.ge-ს ექსკლუზივი სამთავროს მონასტრიდან

სამთავროს დედათა მონასტერში უარყოფენ, რომ დედა პარასკევა მონასტრიდან გააძევეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომლის თანახმად მონასტერი დედა პარასკევამ დედა ქეთევანთან კოფლიქტის შემდეგ დატოვა, Ambebi.ge მცხეთაში, სამთავროს მონასტერში ჩავიდა, სადაც ჩვენ მონასტრის მოძღვარს, არქიმანდრიტ ლაზარეს (გაგნიძე) ვესაუბრეთ.

მამა ლაზარემ გვიამბო, რომ მას და მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ქეთევანს, დედა პარასკევასთან საუბარი ჰქონდათ. საუბარი მონასტერში დედა პარასკევას სამომავლო საქმიანობას, მორჩილების შეცვლას უკავშირდებოდა, რაც მამა ლაზარეს თქმით, დედა პარასკევასთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან დასასვენებლად წასვლა ითხოვა.

"დედა პარასკევამ ექვს მაისამდე დასასვენებლად წასვლა ითხოვა. მონასტრის არაკეთილისმსურველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ჭორი მონასტრიდან მისი გაგდების შესახებ", - აღნიშნა მამა ლაზარემ.

მანვე განმარტა, რომ დედა პარასკევა მონასტრიდან თავისი ნებით წავიდა და 6 მაისს დაბრუნდება. მისი ადგილსამყოფელი არქიმანდრიტისთვის უცნობია.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა? - მოხდა თუ არა კონფლიქტი დედა ქეთევანსა და დედა პარასკევას შორის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია