მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან

მუდმივი სიღატაკისთვის განწირულნი - რეპორტაჟი "დამარჩინეს" დასახლებიდან

ამორტიზირებული შენობა, მორყეული აივანი, ფანჯრების ნაცვლად გაკრული პოლიეთილენი და სახელდახელოდ მოწყობილი სველი წერტილები - ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებას მოგაგონებთ. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ე.წ. "დამარჩინეს" ღვინის ქარხნის ყოფილ საერთო საცხოვრებელში სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. მათ სახლებში უხვი ნალექის დროს დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩადის და ისე წვიმს, როგორც გარეთ.

აქ ყველას უკიდურესი გაჭირვება აერთიანებს და ერთი დევიზი ამოძრავებს: "ერთი ყველას გაჭირვებისთვის და ყველა ერთის გაჭირვებისთვის".

"აქ როგორ შეიძლება ცხოვრება? როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. ზამთარში ჩემი შვილი თითქმის ყოველ კვირა იყო ავად და მაღალი სიცხე ჰქონდა. ზამთარში ოთახის გათბობა მიჭირს. ეს ნესტიანი ოთახი როგორ უნდა გავათბო?" - აცხადებს საერთო საცხოვრებელში მცხოვრები მარიამ ბუზალაძე.

"თინათინ ხიდაშელი ჩვენთან იყო წინასაარჩევნოდ და ასე გვითხრა, რომ რაც არ უნდა დამიჯდესო, ამ საერთო საცხოვრებელს გაგირემონტებთო, მაგრამ რად გინდა? მიიღეს ჩვენი ხმები, გაინაღდეს სკამები და ეხლა ვის რაღაში ვახსოვართ?", - ამბობს ევა მოისევი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა