ისტორიები, რომელიც გულს გაგითბობთ: რიგითი ადამიანების კეთილი საქმეები (+6 ფოტო)

ისტორიები, რომელიც გულს გაგითბობთ: რიგითი ადამიანების კეთილი საქმეები (+6 ფოტო)

ამბობენ, კეთილი საქმე გადამდებიაო. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და კეთილი საქმეებით გვაოცებენ. ხშირ შემთხვევაში, უცნობია, რომელ ქვეყნებშია ფოტოები გადაღებული, მთავარი ისაა, რომ მათი წყალობით ბევრი ადამიანის ერთი დღე უკეთესობისკენ შეიცვალა.

1. მარკეტში ტკბილეულის განყოფილებაში უცნობმა ადამიანმა წერილი და ფული დატოვა. როგორც ვკითხულობთ, ამ თანხის მეშვეობით ნებისმიერს ეძლევა საშუალება, გემრიელი შოკოლადითა და სასმელით უფასოდ ისიამოვნოს (ფოტო).

2. აშშ-ში ქარიშხალმა სენდიმ ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა, ადამიანების ნაწილს დენი არ გათიშვია. სწორედ მათ, სრულიად უცნობ ადამიანებს საშუალება მისცეს, რომ მობილურები დაეტენათ. დაზარალებულ მოსახლეობას საშუალება მიეცა, რომ ნათესავებისთვის დაერეკათ და დახმარება ეთხოვათ (ფოტო).

3. როდესაც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში iPhone იპოვეს, დაფაზე განცხადება გააკრეს, რომ მითითებულ ნომერზე დაერეკათ და ნივთი წაეღოთ.

4. ფოტოგრაფმა ერთ-ერთ ადგილობრივ შენობაში საინტერესო განცხადება შენიშნა და ფოტო გადაიღო. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მრეცხავებმა გადაწყვიტეს, უმუშევრებს დახმარებოდნენ და მათ, ვინც ვაკანსიას გამოეხმაურებოდა, სამოსს სრულიად უანგაროდ გაურეცხავდნენ (ფოტო).

5. როგორც აბრაზე ვკითხულობთ, ყოველ პარასკევს უსახლკაროებს გემრიელი სადილით გაუმასპინძლდებიან (ფოტო).

6. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში წყალდიდობამ სახლები დატბორა. ადგილობრივებმა შემთხვევით გადაიღეს ფოტოები, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი ცხოველების გადარჩენას. თავდაპირველად ძაღლები აიყვანა სახურავზე, შემდეგ კი ლეკვებიც გადაარჩინა (ფოტო).

7. ნიუ-იორკელმა პოლიციელმა ფეხშიშველა მათხოვარს ფეხსაცმელები აჩუქა (ფოტო).

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია boredpanda.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს