ივანიშვილის ხუმრობების მოსმენა აპლიკაციით არის შესაძლებელი - ექსპრემიერი Play Store-ს იპყრობს

ივანიშვილის ხუმრობების მოსმენა აპლიკაციით არის შესაძლებელი - ექსპრემიერი Play Store-ს იპყრობს

Play Store-ზე აპლიკაცია, სახელწოდებით "ბიძინა" გამოჩნდა, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აპლიკაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა, ATAMI GROUP–ის მიერ არის შექმნილი.

აპლიკაცია აერთიანებს ყველა ცნობილ ფრაზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის პერიოდში წარმოუთქვამს. გარდა ამისა, მოისმენთ მის მიმართ გამოთქმულ ცნობილ გამონათქვამებსაც.

აპლიკაციის გადმოწერის და მასში შესვლის შემდეგ მოისმენთ: ბიძინა ივანიშვილის ამონარიდს "გაგებით მოკიდებასთან" დაკავშირებით, ცნობილ ანეკდოტებს "შედი ქალო ბუტკაში" და "მიტუა".

ცნობილ ფრაზას - "ჩამეკითხეს", ივანიშვილის განცხადებას, რომ ის "მოვიდა ამ ხალხის გამოყენებით და აბსოლუტურად ყველა გამოიყენა", "ბიძინა მარგველაშვილს" და "ბუტკა MIX"-ს, ანუ სიმღერას "შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბას" მუსიკაზე მოყოლილ "შედი ქალო ბუტკაშის". "მიტუას" ანეკდოტს ბოლოში სააკაშვილის სიცილი ადევს.

აღსანიშნავია, რომ Play Store-ში აპლიკაცია დიდი პოპულარუბით სარგებლობს, სადაც TOP NEW FREE– ში საპატიო მერვე ადგილს იკავებს.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს