რობერტ სტურუა რეპეტიციისას ეკლესიაში სიგარეტს ეწეოდა - "...და ასე ვიმუშავე ერთი თვე ამ ლამაზ ეკლესიაში!"

რობერტ სტურუა რეპეტიციისას ეკლესიაში სიგარეტს ეწეოდა - "...და ასე ვიმუშავე ერთი თვე ამ ლამაზ ეკლესიაში!"

რობერტ სტურუა ბოლო დღეების აქტუალურ თემას, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებულ განხილვებს Facebook-ის საშუალებით უერთდება. რეჟისორი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ეკლესიისა და უმცირესობების მიმართ საკუთარ მოსაზრებებზე წერს.

Facebook/ რობერტ სტურუა:

"1.ვიღაც მაღალჩინოსანმა ევროპიელმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ისლამზე უარესი სენიაო... ორ უდიდეს რელიგიას მიაყენა შეურაცხყოფა. და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ტორელანტობისკენ მოუწოდებს ქვეყნებს და დემოკრატიის ქადაგათ მოაქვს თავი. ეტყობა ამ აზრმა გამოჟონა "პროგრესულად" მოაზროვნე ქართველებში და ქართველ მოღვაწეებს და ჟურნალისტებს, სავაშის( რას ვერჩი იმ ახალგაზრდას) არ იყოს, ტიპიური ფსიქოზი შეეყარათ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ! ყველაფერში ნუ ავყვებით ევროკავშირის რჩევებს - ბოლოს და ბოლოს ევროპელი ბიუროკრატი და ევროპელი ჩინოვნიკი არაფრით არ განსხვავდება სხვა ქვეყნის ერთუჯრედიან ჩინოვნიკისაგან. ათეიზმის ძლიერმა ტალღამ ცუნამივით გადაუარა და კიდევ გადაუვლის ზნეაბნეულ მსოფლიოს. პროგრესს უშლისო. თუ არ გწამს ღმერთი, ბატონო, ნუ გწამს, ვინ გიშლის, მაგრამ ვისაც წამს, იმას ნუ ჩაქოლავ! მოდას პირველი რატომ უნდა აყვეს მაინც და მაინც კუდაბზიკა ქართველი?!

2. ახლა კიდევ პატრიარქს უმცირესობის გამო ესხმიან თავს. ეკლესია ღვთის წიგნს ეყრდნობა და მის მცნებებს ქადაგებს.( გაიხსენეთ სოდომი და გომორი, უბრალოდ გადახედეთ რას ამბობს პავლე მოციქული) რა გსურთ ეკლესიამ ჯვარი დაწეროს ერთი სქესის არსებებს? თუ გსურს,

მიდი მიაწექ, ვინმე გიშლის, ან კოცონზე გწვამენ, მაგრამ სხვებს ნუ გადაეკიდებით. ეკლესიას ნუ ჩარევთ ამ საქმეში.

P.S.

ლონდონში ჩეხოვის "თოლიას" ვდგამდი. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, ათს თხუთმეტი რომ დააკლდება ვატერლოოს სტეიშენზე დაგვხდებიო და რეპეტიციაზე მიგაცილებო! და იცით სად მიმიყვანა? XVI საუკუნის ულამაზესს ეკლესიაში. აქ გექნება რეპეტიციები, წყნარად მითხრა პროდიუსერმა...დავიბენი... რეპეტიციები დილის 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე გრძელდება! მერე მრევლი? ვიკითხე აღელვებულმა. შაბათ საღამოს ერთი საათით ადრე უნდა დავამთავროთო. რეპეტიციების დროს რომ არ მოვწიო არ შემიძლია-მეთქი! მოწიე, მოწიეო!! ოღონდ შაბათს ცოტა ადრე შეწყვიტე, სიგარეტის სუნმა დაბერებული მრევლი რომ არ შეაწუხოსო! და ასე ვიმუშავე ერთი თვე ამ ლამაზ ეკლესიაში! საბჭოთა პერიოდში ეკლესიებში რა არ მოაწყვეს ბოლშევიკებმა: საწყობები, ბიბლიოთეკები, უბრალოდ გაუქმებული, ჩარაზული და დანგრეული ტაძრები აღდგომას ელოდებოდნენ! მაგრამ ევროპაში, ლონდონის ეკლესიაში ცოდვილი ადამანები და მე, სიგარეტს რომ ვაფუილებ, რაღაც სისულეებს გავიძახი..?!", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს