სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ქვეწარმავალმა ჩაშალა

სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ქვეწარმავალმა ჩაშალა

კასპის რაიონის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შენობაში გველის აღმოჩენის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა აცნობეს. ისინი მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურიდან დახმარებას ითხოვდნენ. შენობაში ქვეწარმავალი მასწავლებლებმა შეამჩნიეს.

"სპეციალური ხსნარის მეშვეობით სკოლის შენობა შეიწამლა და ამ ეტაპზე მსგავსი ფაქტის გამეორება გამორიცხულია", - განაცხადეს მუნიციპალიტეტში მას შემდეგ, როდესაც სკოლაში სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა