"რა ვარდისფერი კალგოტკები, ბატონო ლევან"?" - ვასაძეს ფაშიზმისა და სიძულვილის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ

"რა ვარდისფერი კალგოტკები, ბატონო ლევან"?" - ვასაძეს ფაშიზმისა და სიძულვილის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ

გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ანტიდისკრიმინაციული კანონის" შესახებ ისაუბრა. ვასაძის ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მედიამკვლევარი ნინო დანელია გამოეხმაურა.

"პროფესიონალ ჟურნალისტებს ვეკითხები - ვასაძის მოწვევა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე სასაუბროდ რომელი საზოგადოებრივი ინტერესითაა გამოწვეული? სტატუსი უწყობს ხელს სალაპარაკოდ თუ შესაბამისი ცოდნა? მისი ფაშისტური პოზიცია ცნობილია. მისი მოწვევით ხდება ფაშიზმის, სიძულვილის, არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება და ეს საზოგადოების მხოლოდ უკუსვლას უწყობს ხელს. ვისაც საერო პროფესიის წესების დაცვა უჭირს, რატომ არ ანებებს თავს ამ პროფესიას და რატომ არ მიჰყოფს ხელს სასულიერო ცხოვრებას ან ისეთ პროფესიას, სადაც უმნიშვნელოვანესი არაა სამოქალაქო უფლებების ცოდნა და დაცვა? რა ვარდისფერი კალგოტკები, რა "გასაგებია, ბატონო ლევან"? ავოეეე

ამ კრიტიკულ დროს, მედია სწორედ ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტია სამოქალაქო უფლებების დასაცავად! ასეა, წესიერ ქვეყნებში და წესიერ მედიაში! რა ვნახე ეს! რა კითხვა-პასუხი მოვისმინე!

ელემენტარული პროფესიული უნარებითაც შეიძლება ფონს გასვლა: 1. ფაშისტი არ უნდა მოიწვიო; 2. თუ იწვევ, რამენაირი სტატუსი მაინც უნდა ქონდეს საამისო, მაგ: ფაშიტი პარლამენტარია და უნდა ვიცოდეთ, რომ კანონს ასეთი ფაშისტები იღებენ, მაგრამ ამ დროს დიდი ჰარდ-თოქი უნდა მოუწყო, 3. აღარაა. ეს ორი წესია მარტო", - წერს დანელია.

ინტერვიუში ბიზნესმენმა განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება "ანტიდისკრიმინაციულ კანონს", ერთ-ერთ არგუმენტად მან "ბინზნესის დანგრევისა და ეკონომიკის გაჩერების" საფრთხე დაასახელა.

"ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მიიჩნევს, რომ აწყენინეს, უნდა წავიდეს სასამართლოში და იჩივლოს საკუთარი ინეტერესების დასაცავად... ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში აღვივებს მევექილეობას, მომჩივანობას. დაანგრევს ბიზნეს - იმიტომ, რომ როდესაც ბიზნესმენი ვინმეს გაუშვებს სასამხურიდან ის ვინმე იტყვის, რომ მე იმიტომ გამიშვეს სამსახურიდან, რომ ვარდისფერი კოლგოტკა მეცვა, ან ისეთი ჰალსტუღი მეკეთა, ჩემი დისკრიმინაცია მოხდა. სასამართლო გაივსება ისედაც ინტრიგანი და მომჩივანი ხალხით და გაჩერდება ეკონომიკა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი 112 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო.

კანონის მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების მიუხედავად.

კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო: "თუ ამ კანონს მიიღებენ, ხვალ ვარდისფერკოლგოტკიანი კაცი იტყვის: მიმიღეთ სკოლაში მასწავლებლად" - ლევან ვასაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს