რა მისწერა ხატია სიჭინავას მამა ტარიელმა "პროფილში" სტუმრობის შემდეგ - ტელეწამყვანი SMS-ს ასაჯაროებს

რა მისწერა ხატია სიჭინავას მამა ტარიელმა "პროფილში" სტუმრობის შემდეგ - ტელეწამყვანი SMS-ს ასაჯაროებს

გადაცემა "პროფილის" მორიგი გამოშვება "ქართულ ტრადიციებს" მიეძღვნა, რომელზეც ტელემაყურებელმა მოსაზრებები ახალი თაობის ქართველი "სელებრითებისგან" მოისმინა. ხატია სიჭინავა ერთ-ერთი რესპოდენტი იყო, რომლის შეხედულებებმა ტრადიციების დამცველები მოხიბლა, თუმცა გააღიზიანა ისინი, ვისაც არ ესმით, თუ რატომ მოსწონს და ამართლებს ხატია ცნობილ ფრაზას "ქალო, ნასკი გამხადე!"

ცოლ-ქმარს შორის ასეთი ტიპის დამოკიდებულება, რომელიც ნორმალურია ხატია სიჭინავასთვის, სრულიად მიუღებელია თიკო სადუნიშვილისთვის და ის თავის გაღიზიანებას არც გადაცემის შემდეგ, სოციალურ ქსელში მალავს და სიჭინავას ცინიკურ პოსტებში მოიხსენიებს. სამაგიეროდ ხატია სიჭინავას გამოსვლამ კმაყოფილი დატოვა მამა ტარიელი, რომელმაც შოუს ნახვის შემდეგ მისი ემოციები სიჭინავას ღამის საათებშივე (23:23-ზე) გაუზიარა:

"დიდი მადლობა! გაიხაროს ქართველმა ქალმა ხატიამ!", - მისწერა მამა ტარიელმა ხატია სიჭინავას.

მამა ტარიელისგან მიღებული გზავნილი ხატია სიჭინავამ საამაყოდ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და თან შემდეგი ტექსტი დაურთო:

Facebook/ ხატია სიჭინავა (სტილი დაცულია):

"მე არ ვიცი ზოგიერთ გონებაგანათებულებს რა აგიზიანებს ჩემში, მაგრამ მე მაინც ოჯახს და რელიგიას ამოვეფარები. თქვენთვის რაც არის ღირებული, იმას, ან იმათ ამოეფარეთ ძვირფასო "კეთილისმსურველებო". ა, ხო და ფრთხილად, არ გადაგცდეთ საკუთარი ბოღმა", - წერს სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ: "იმედია, მართლა ასეთ ტრ*კში არ ვართ" - ვინ შემოაკვდებოდა სტეფანეს "პროფილში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს