სკოლის სიახლოვეს სწრაფი კვების ობიექტები გაუქმდება

სკოლის სიახლოვეს სწრაფი კვების ობიექტები გაუქმდება

ალბათ, თქვენი შვილი ხშირად მოსულა სახლში ”ფასტფუდით” დანაყრებული და ჯანსაღ სადილზე უარი უთქვამს.

მსოფლიოში ჭარბი წონა სკოლის მოსწავლეებში გახშირდა, თუმცა ბრიტანეთში ამ პრობლემასთან შეგუებას არ აპირებენ. ინგლისის სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სკოლებთან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტების გაუქმებას გულისხმობს. ისინი საბჭოს მოუწოდებენ, რომ სკოლიდან 5 წუთის სავალზე არავის მიეცეს უფლება, პიცერიები და ჰამბურგერების ბარები გახსნას.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მოსწავლეები ნახევარ დღეს სკოლაში ატარებენ და ლანჩის დროს დიდი შესვენება აქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ შენობის დატოვება და ახლომდებარე ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტებით ყოველდღე დანაყრება შეუძლიათ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს