ხათუნა ჟორდანია: მაგინეთ ახლა მკვდარიც და ცოცხალიც

ხათუნა ჟორდანია: მაგინეთ ახლა მკვდარიც და ცოცხალიც

1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.

აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

მიღებული კანონით კმაყოფილია ხათუნა ჟორდანია, რომელიც Facebook-ზე წერს:

Facebook/ ხათუნა ჟორდანია:

"ბიო ნარკოტიკების რეალიზატორებო და მომხმარებლებო..

მაგინეთ ეხლა მკვდარიც და ცოცხალიც. არ მენაღვლება…

რაც მთავარია, ჩემს მიზანს მივაღწიე-კანონი გამკაცრდა და ბიო შევიდა აკრძალულ ნარკოტიკების სიაში!!!!!!", - წერს ჟორდანია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში, "კაფე გალერიში" ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით ხათუნა ჟორდანიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გაუგზავნა.

ასევე იხილეთ: ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს