სიცხის გამო ლექციები ტყეში ჩატარდება

სიცხის გამო ლექციები ტყეში ჩატარდება

ჩინეთში, პროვინცია ხუბეიში სასკოლო მერხები შენობის გარეთ გაიტანეს - მოსწავლეები გაკვეთილებს ტყეში, ხეების ჩრდილში ესწრებიან. პედაგოგთა აზრით, ზაფხულის რამდენიმე კვირა მოსწავლეებისთვის დამქანცველი იქნება და ბავშვები სიცხის გამო დავალებებს სათანადოდ ვერ შეასრულებდნენ. 

"როდესაც ბუნება ასეთი ლამაზი ამინდებით გვანებივრებს, შენობაში მუშაობა, თუნდაც კარგი კონდენცირებით, სასჯელია. ბუნებაში ყოფნა დადებითად აისახება როგორც სხეულზე, ისე გონებაზე. მერხებიც ერთმანეთისგან შორს განვათავსეთ, შევქმენით მეტი სივრცე და შესანიშნავი ხედი. მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იქნება წლის ბოლოს შემაჯამებელი ტესტები, ან გამოცდები ჩააბარონ", - ამბობს სკოლის დირექტორი ლუკ ჩინი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს