"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"

"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია "არჩევნების მოსაგებად გამოიყენა და გადააგდო". ამის შესახებ ექსპერტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მოკლედ, ბიძინამ ეკლესია გამოიყენა (არჩევნების მოსაგებად) და გადააგდო. იმისდა მიუხედავად, რა იყო მისი მოტივები, ობიექტური შედეგი პოზიტიურია: ეკლესიას უთხრეს, რომ მის ჭკუაზე არ ივლიან. გამოვიდა, რომ მიშას დროს უკეთეს პოზიციაში იყო: მიშას ეშინოდა, რომ ეკლესია ღიად გადავიდოდა ოპოზიციის მხარეს და ყველანაირად თაფლავდა. ეკლესია აღმოჩნდა მდგომარეობაში, როცა ხელისუფლების შანტაჟი შეეძლო, და თავში აუვარდა. ახლა კი წაგებული გამოვიდა: საბოლოოდ, დაეხმარა ოპოზიციას, მოაშორებინა მიშა, და რა ხეირი? ახლა ვისთან აქვს წასასვლელი? ბურჯანაძის და ჯონდის ამარა დარჩა? შევდივარ მის მდგომარეობაში.

არა, ალბათ კიდევ გაიბრძოლებს. ახლა გამოჩნდება, რისი შნო აქვს დამოუკიდებლად. ან, მეორე ვარიანტი - გადაუგდებს ბიძინა ერთ-ორ ძვალს და დასჯერდებიან. ლოგიკურად, შიგნითაც შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემები. უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება.

ისე, შიხაშვილისნაირი ნაციონალი ვირთხების გადაგდებასაც აპირებს მგონი. თუ იზამს, ესეც კარგი იქნება - ვირთხები ამას ყველანაირად იმსახურებენ. მაგრამ ეს ბიძინა კი გამოდის პროფესიონალი გადამგდები.

მოკლედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბიძინამ შეიძლება ახალი ასპარეზი შეუქმნას "მესამე ძალას", რომელიც ცალსახად ეკლესიაზე იქნება ორიენტიებული. რამდენად გამოვა ეს ამბავი, სხვა საკითხია. შეიძლება თანმიმდევრულად ეკლესიური პარტიის ნიშის დასაკავებლად დაერიონ ერთმანეთს ვიღაცეები. ამას ვერ ვიწანასწარმეტველებთ, ეს საინტერესოა.

მაგრამ ბიძინა თუ კარგი გადამგდებია, ბარემ პუტინიც გადააგდოს. აი, ეს იქნება გადაგდების უმაღლესი პილოტაჟი. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონაც ამ კატეგორიებში ფიქრობს", - წერს ნოდია.

იხილეთ ასევე: პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

ლევან ბერძენიშვილი - არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია

მღვდელმონაზონი ბასილ ანთაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებით პარლამენტი ღმერთს წინ აღუდგება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს