რა შეუძლიათ ჰოლანდიელ მეყვავილეებს - 10 მლნ ყვავილი ერთი დღისთვის

რა შეუძლიათ ჰოლანდიელ მეყვავილეებს - 10 მლნ ყვავილი ერთი დღისთვის

ჰოლანდიაში ყვავილების ტრადიციული აღლუმი ჩატარდა. დამსწრეთა თვალწინ ყვავილებისგან შექმნილმა უზარმაზარმა სკულპტურებმა ჩაიარეს. საგანგებოდ ამ დღისთვის ბორბლებზე შემდგარი ფერადი სკულპტურები 42-კილომეტრიან გზას გადიან. მსვლელობოს დროს ათასობით ადამიანს საშუალება ეძლევა ადგილობრივი მეყვავილეების გასაოცარი ოსტატობით დატკბებს.

ყვავილებისგან ამ საოცარ ნაკეთობებს ბოლენსტრეიკის რეგიონის მცხოვრებნი ქმნიან. ამ რეგიონის სოფლები განთქმულნი არიან მეყვავილის ხელოვნებით. თითო დასახლებული პუნქტი ერთ ქმნილებას წარადგნეს. აღლუმი ამავდროულად კონკურსიცაა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სკულპტურებისთვის წელს 100 მილიონი ყვავილი დაიხარჯა. ფიგურების შექნაში კი სხვადასხვა ასაკის 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულად მოტოციკლზე ამხედრებული ძროხის სკულპტურა აღიარეს. ჟიურის შეფასებით, ეს ნაკეთობა ყველაზე კარგად ასახავს ჰოლანდიურ თვითმყოფადობას და სოფლის მეურნეობისადმი სიყვარულს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს