კარგია, როცა ფიქრობ, რომ ქორწინება ადამიანს აბედნიერებს, ახალისებს და დღეგრძელობას ანიჭებს. სამწუხაროდ, ეს სიმართლე არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ უმეტესად ქორწინება დეპრესიის გამომწვევია.
მიზეზი თანამეცხედრეების მიერ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული კრიტიკა და უკმაყოფილებაა, რაც ქორწინების მიმართ უკმაყოფილების გრძნობას აჩენს. თუ მეუღლეებს შორის უკმაყოფილო ტონი დიდხანს შენარჩუნდა, ისინი დროთა განმავლობაში ვეღარ ამჩნევენ თანაცხოვრების დადებით მხარეებს. სწორედ ესაა დეპრესიის წინაპირობა. სპეციალისტები წყვილებს ხშირ განტვირთვასა და მედიტაციებს ურჩევენ, რაც ფსიქოლოგიური დაძაბულობის წინააღმდეგ კარგად აპრობირებული საშუალებაა.
მეცნიერები კვლევის ფარგლებში რამდენიმე მოხალისე წყვილს დააკვირდნენ, რომლებსაც 11-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ. შეისწავლეს მათი ემოციური ფონი და ყოველდღიური დაძაბულობების ზემოქმედების შედეგები. აქედან განისაზღვრა დეპრესიის სიმძიმის რისკებიც.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.