ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი

ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი

თუ საჭის ტრიალი მოსწყინდება, ინესა ტუშკანოვას თავისუფლად შეუძლია, პოდიუმისა და სარეკლამო კონტრაქტების წყალობით ''ირჩინოს თავი''. პრინციპში, მუშაობდა კიდეც მოდელად და ფლეიბოის, მაქსიმის, XXL- ისა და მამაკაცთათვის განკუთვნილი კიდევ არაერთი ჟურნალისთვის გაშიშვლებაც მოასწრო.

ამჟამად, 28 წლის უკრაინელი ლამაზმანის მთავარი გატაცება ავტოსპორტს უკავშირდება. რაც მთავარია, ტუშკანოვა მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით არ გამოირჩევა და არაერთი პრიზითაც შეუძლია თავის მოწონება. პროფესიულ ასპარეზობებში 2008 წლიდან მონაწილეობს, 2006 წელს კი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ქალ ავტომრბოლელად დაასახელეს! ტუშკანოვას ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც გირჩევთ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პილოტთან ბლიც- ინტერვიუსაც გადაავლოთ თვალი.

- ინესა, ავტოსპორტში როგორ მოხვდით?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ სრულიად შემთხვევით: მე და ჩემი დაქალი რალის საყურებლად დაგვპატიჟეს და... მოგვიანებით სწორედ ის მეგობარი იქცა ჩემს პირველ შტურმანად... სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ტექნიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ველოსიპედთან კი, ფაქტობრივად, შეზრდილი ვიყავი (იცინის). მოგვიანებით სერიოზულად დავინტერესდი საცხენოსნო სპორტით, თუმცა მერე ცხენი მომიკვდა და...

- და სპორტული ავტომანქანის საჭესთან აღმოჩნდით...

- როცა იმავე მეგობარმა შეჯიბრებაში მონაწილეობა შემომთავაზა, თავდაპირველად ვიუარე, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ რალიში უკრაინის პირველობაზე ვიასპარეზე და პრიზიც კი მივიღე! იმ დღიდან ცხოვრებაში ახალი მიზანი გამიჩნდა – რალის პილოტი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც! მინდა, ლიდერი ვიყო, გავიმარჯვო და სპორტში კვალი დავტოვო!

- რას საქმიანობდით მანამდე, სანამ პროფესიონალი პილოტი გახდებოდით?

- 17 წლის ვიყავი, როცა ერთ- ერთ იაპონურ სამოდელო სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. მას შემდეგ ფოტომოდელად ვმუშაობდი ჟურნალებთან, ფოტოსტუდიებთან და ა.შ.

- და მოდელობა რატომ გადაიფიქრეთ? ეს ხომ გაცილებით იოლია, ვიდრე საბურავების შეცვლა და ძრავში ''ქექვა''?!

- იცით, მოდელობა საკმაოდ უმადური საქმეა. მოდელად მუშაობისას, ფაქტობრივად, აღარ გეკუთვნის საკუთარი სხეული, ღირსებაზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი! მით უმეტეს, თუ გსურს, პოპულარული და მოთხოვნადი ფოტომოდელი გახდე, კასტინგების ძალიან რთული და უსიამოვნო გზა უნდა განვლო. ლაპარაკია ასობით საათზე, რომლებიც, შესაძლოა, აბსოლუტურად ფუჭად დახარჯე. და ეს იმისთვის, რომ პოდიუმზე ან რომელიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვდე. ანდა, საერთოდაც ვერსად მოხვდე, ლოდინში კი წლები დაკარგო...

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს