შიშველი მამაკაცი, რომელიც ტრასაზე აზიდვებს აკეთებდა, მანქანამ გაიტანა

შიშველი მამაკაცი, რომელიც ტრასაზე აზიდვებს აკეთებდა, მანქანამ გაიტანა

აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში შიშველი მამაკაცი, რომელიც გზატკეცილზე აზიდვებს აკეთებდა, ავტომობილმა გაიტანა.

პოლიციაში ზარი შევიდა, რომ შიშველი მამაკაცი ავტომობილებს შორის ქუჩაში დარბოდა. სამართალდამცავები აღნიშნული ტერიტორიისკენ გაემართნენ, გზად კიდევ ერთი შეტყობინება მიიღეს, რომ ამჯერად შიშველი კაცი შუა ქუჩაში აზიდვებს აკეთებდა. მესამე ზარი კი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა. 

მამაკაცს მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც პოლიციელები ამბობენ, ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველებს ელოდა და ის ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს