ხე, რომელსაც "სისხლი სდის" (+4 ფოტო)

ხე, რომელსაც "სისხლი სდის" (+4 ფოტო)

სამხრეთ აფრიკაში გვხვდება მცენარის ჯიში სახელწოდებით Pterocarpus angolensis. მას ადგილობრივები სისხლის ხესაც უწოდებენ - მცენარეს სისხლისფერი წითელი წვენი სდის.

როდესაც ხეს ჩეხენ, გარეთ წითელი წვენი მოედინება, რომელიც სისხლს მოგაგონებთ. ადგილობრივები წითელ წვენს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. მაგალითად, ცხოველის ქონთან ერთად მისგან კანის მოვლისთვის კოსმეტიკურ ნაწარმს აზადებენ; ზოგიერთს სჯერა, რომ მისი საშუალებით სხვადასხვა დაავადება ინკურნება. ამასთან, ხისგან უმაღლესი ხარისხის ავეჯი მზადდება.

ხე სიმაღლეში საშუალოდ 12-დან 18 მეტრამდე იზრდება, მუქი ყავისფერი ძლიერი ქერქი აქვს და ყვითელ ყვავილებს ისხამს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს